Kharischirashvili str. #1 Akhaltsikhe T: (+995) 599 88 09 24 Email: info@gino.ge

ჩვენ შესახებ

სასტუმრო ჯინო ველნეს რაბათი

სასტუმროს ღირშესანიშნაობას წარმოადგენს ველნეს-სპა ცენტრი რომელიც მოიცავს რამოდენიმე ტიპის საუნას.

* საუნა სურნელოვანი არომატებით საუკეთესო საშუალებაა მოდუნებისა და რელაქსაციის მისაღწევად.

* საუნა მარილის ორთქლით ატენიანებს, არბილებს და კანის ზედაპირს ამდიდრებს იოდით, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

* საუნა მენთოლის და ევკალიპტის მონაცვლეობითი არომატებით ხელს უწყობს სასუნთქი გზების სტიმულირებას.

ჯაკუზი, რომაული საუნა, ფინური მშრალი საუნა, ცივი წყლის ავზი, ზღვის კენჭებიანი ავზი ფეხის ჰიდრო-მასაჟორით, მინი ბარი გამაგრილებელი სასმელებით, სასიამოვნო მუსიკა რომელიც ისმის მთელ საუნაში და საუნის შემდგომი მოსასვენებელი ადგილი – ტეპიდარიუმი ერთობლიობაში ქმნის განსაკუთრებულ მყუდრო გარემოს სრული რელაქსაციისა და ამაღლებული განწყობის შესაქმნელად.